ამირან გამყრელიძე - ძალიან გვინდა, რომ აღდგომის დღესასწაული ჩატარდეს მშვიდად, არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვები და ეს შესაძლებელია
ამირან გამყრელიძე - ძალიან გვინდა, რომ აღდგომის დღესასწაული ჩატარდეს მშვიდად, არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვები და ეს შესაძლებელია

უნდა ვეცადოთ, რომ სააღდგომო პერიოდში რა შეზღუდვებიც დღეს არის, იმაზე მეტი არ დაწესდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ მდგომარეობა სერიოზულია და ყოველდღიურად 8-10 გარდაცვალებაა კოვიდით გამოწვეული, ინფიცირებულთა მაჩვენებელი კი იზრდება. ძალიან გვინდა, რომ ყველაზე დიდი დღესასწაული, აღდგომის დღესასწაული ჩატარდეს მშვიდად და არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში და ეს შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სიტუაცია გაუარესებულია, ის სრულად მართვადია და შესაძლებელია, თავი ავარიდოთ ახალ შეზღუდვებს.

დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება, სანიტარული პირობების დაცვა და თავშეყრებისგან თავის არიდება – ეს რჩება მთავარ რეკომენდაციებად“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.