ამირან გამყრელიძე - ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, სადაც დღეს კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, სადაც დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44 პროცენტი ახალი შემთხვევების, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელი წერტილი ქვეყანაში იყო აჭარა, სადაც მუდმივად ფიქსირდებოდა მაღალი მაჩვენებელი, აჭარაში თანდათან არის ნიშნები სტაბილიზაციისკენ.
„დღევანდელი დილით 680 შემთხვევიდან, 189 არის აჭარაში, რომელმაც დაიკავა საერთო ინფიცირების 28 პროცენტი. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარაზე მოდიოდა ძირითადად 65-დან 70% პროცენტი ინფიცირებისა, მაგრამ ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ. დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, მთავარი სადაც დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44 პროცენტი ახალი შემთხვევების. ასევე, მაღალი ინფიცირების მაჩვენებელია იმერეთში, რომელიც ძირითადად ქუთაისზე მოდის. აქ გვაქვს 150 ახალი შემთხვევა, ანუ საერთო ინფიცირების 22 პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.