ამირან გამყრელიძე - დღეს გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა და აქედან ახალი 16 შემთხვევა გამოვლინდა
დღეს გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა და აქედან ახალი 16 შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დღეს ჩვენ გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა დღეს და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან ოთხი არის მარნეულში, ოთხი თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. ამიტომ, რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უნდა გამკაცრდეს რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გამოვლენილი, რომ გადავიყვანოთ სამკურნალოდ, არ გავრცელდეს ინფექცია“, – ამის შესახებ გამყრელიძემ მარნეულის მერიაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე განაცხადა.