ამირან გამყრელიძე - ჩვენ ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1 პროცენტია, ეს ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ევროპულ ქვეყნებს შორის
ამირან გამყრელიძე - ჩვენ ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1 პროცენტია, ეს ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ევროპულ ქვეყნებს შორის

ჩვენ ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1 პროცენტია, ეს ერთ-ერთი დაბალია ევროპულ ქვეყნებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დადასტურებული 22 შემთხვევის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია.

„დღეს, 22 ახალი შემთხვევა გვაქვს, აქედან 15 არის დაკავშირებული თეთრიწყაროს კლასტერთან, დანარჩენი ყველა კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან. ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია. 22 ახალი შემთხვევიდან, რაც გუშინ იქნა იდენტიფიცირებული, ყველა წყარო ცნობილია. ამიტომ ყველა მათგანი გადაყვანილია კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში და მათ მკურნალობა მიმდინარეობს. იცით, რომ 179 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ექვსი გვაქვს გარდაცვალების შემთხვევა, თუმცა ჩვენი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1 პროცენტი, ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ევროპულ ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.