ამირან გამყრელიძე - ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რაც საყურადღებო ინდიკატორია
საქართველოში ბოლო ათი დღის განმავლობაში შემთხვევათა მატება გვაქვს, რაც საყურადღებო ინდიკატორია ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ერთ თვეში კორონავირუსისგან 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 63 კი დაინფიცირდა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ გვაქვს 10-11 შემთხვევა. ზოგადად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 63 ახალი შემთხვევაა ქვეყანაში და 46 გამოჯანმრთელებული, რაც დამაფიქრებელი ინდიკატორია. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გამოჯანრთელებულთა რაოდენობა აჭარაბებდა ინფიცირებულთა რაოდენობას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი მოხდა რევერსი და ახლა დაინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა ოდენობას”, – განაცხადა გამყრელიძემ.