ამირან გამყრელიძე - ბაზრობების საკითხს დღეს დაგეგმილ სხდომაზე განვიხილავთ
ამირან გამყრელიძე - ბაზრობების საკითხს დღეს დაგეგმილ სხდომაზე განვიხილავთ

ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნა და ზოგადად, რეგულაციების შემსუბუქების დროს ე.წ. მართვადი შემთხვევების ზრდა შეიძლება, იყოს და ასეც არის, მაგრამ ეს სრულად კონტროლირებადი და მართვადია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, დღეს საღამოს დაგეგმილ სხდომაზე განიხილება ბაზრობების საკითხი.

„დღეს 19:00 საათზე, სხდომაზე განვიხილავთ ბაზრობების საკითხს. სრულ სკრინინგს ახლა ვაწარმოებთ ყველაზე დიდ, ლილოს ბაზრობაზე, სადაც კვეთა ჰქონდა რამდენიმე კლასტერს. ეს არის გაჩიანის კიდევ ერთი ოჯახის კლასტერი. დღესაც 700-მდე ნიმუში იქნა აღებული. სულ აღებულია 2700-მდე ნიმუში და ვფიქრობთ, ამ კვირაში ლილოს ბაზრობას სრულად მოვიცავთ. სხვა ბაზრობებზე, სხვა მიდგომებზე ვფიქრობთ, თუ როგორ მოხდეს გამოკვლევა და დღეს ჩამოვყალიბდებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.