ამირან გამყრელიძე - არ გაზრდილა სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებთან, ასევე ე.წ. ნაძალადევის კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევები, რომლებსაც კვეთა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ოფისთან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებთან და ე.წ. ნაძალადევის კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა.
„მნიშვნელოვანია, რომ არ გაგვზრდია სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებთან დაკავშირებული შემთხვევები და არც ე.წ. ნაძალადევის კლასტერთან, რომელსაც კვეთა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ოფისთან. იქ უკვე იზოლაციიდან და კარანტინიდან გამოდიან ადამიანები და მათ უტარდებათ ტესტირება“ , – განმარტა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.