ამირან გამყრელიძე - ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს ექიმები სახლის პირობებში მართავენ
ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მართავენ ექიმები, სახლის პირობებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან კომენტირებისას განაცხადა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქართველოშიც გვქონდეს აღნიშნული პრაქტიკა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს საკითხი დღეს საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში განიხილეს და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შესაბამისი რეკომენდაციები მისცა მთავრობას. მისი განცხადებით, როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შემდგომ მოხდება ამ საკითხზე საუბარი.
„შემთხვევების 80 პროცენტი მიმდინარეობს მსუბუქად, ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მართავენ ექიმები, სახლის პირობებში და ეს არ არის თვითმკურნალობა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.