ამირან გამყრელიძე - ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების მატება გვექნება, მთავარია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს რისკები
გვექნება ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების მატება, მთავარია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შემთხვევების მატების რიცხვი რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს კორონავირუსული ინფექციის რაოდენობა დადასტურებულია 97 ქვეყანაში და ყოველდღიურად ემატება ახალი ქვეყნები.
„საქართველო ნაწილი ვართ სამყაროსი და ეს არ უნდა იყოს მოულოდნელი. ყველა ჩვენს ბრიფინგზე ვამბობთ, რომ გვექნება შემთხვევების მატება, მთავარია, მინიმუმადე დავიყვანოთ შემთხვევების მატების რიცხვი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. რაც შეიძლება მალე დავსვათ დიაგნოზი გამოვიკვლიოთ თავად ინფიცირებული, დავეხმაროთ მას კლინიკურად, ვეძიოთ კონტაქტები, მოვახდინოთ ამ კონტაქტების იზოლირება, ან თუ საჭიროა მათი შემდგომი სწრაფი კვლევის ჩატარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კონტაქტების იდენტიფიცირება და ამაში მოქალაქეები უნდა დაგვეხმარონ. ჩვენთვის დამაზიანებელია იტალიიდან შემომავალი ჩვენი თანამემამულეები ან იტალიელი ტურისტები“, – განაცხადა გამყრელიძემ.