ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წელს ქვეყანაში 200 000 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფო წელს 200 000 ათას დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შემოიტანს.
მისივე თქმით, აცრა ნებაყოფლობითია და აღნიშნა, რომ ძირითადად რისკჯგუფში მყოფი ადამიანები იცრებიან.
„ძალიან მნიშვნელოვანია გრიპზე აცრა. ჩვენთან ეს კულტურა ბოლო 7-8 წელია, ინერგება. ყოველწლიურად აცრილთა რაოდენობა იზრდება. აცრა საყოველთაო არ არის, არ შედის კალენდარში, ნებაყოფლობითია. წელს სახელმწიფო 200 000 ათასი დოზა გრიპის ვაქცინას შემოიტანს, ამაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია. პირველი 50 000 დოზა დღეს უნდა შემოსულიყო, 150 000 ათასი დოზა კი, ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა. აქედან გამომდინარე, უკვე იყო შიდა განხილვა, უნდა განვიხილოთ იმუნიზაციის საბჭოზეც, პირველ რისკჯგუფებს ვის დავიწყებთ. ძირითადად, იცრებიან რისკჯგუფები, ძირითადად არიან სამედიცინო პერსონალი, ორსულები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ალბათ გრიპის ვაქცინას კერძო სექტორიც შემოიტანს, როგორც ყოველწლიურად ხდება ხოლმე, მაგრამ ეს საერთო მარაგების დაახლოებით 25%-ია“, – განაცხადა გამყრელიძემ.