ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ინდური შტამის დაფიქსირების გამო რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის დადასტურებასთან დაკავშირებით, რეგულაციების გამკაცრებას ამ ეტაპზე არ ელოდება.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ინდურ შტამთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნება მსჯელობა.
„ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით არამგონია, რეგულაციები გამკაცრდეს. ეს იქნება მსჯელობის საგანი საკოორდინაციო საბჭოზე, მაგრამ რეგულაციების გამკაცრებას ამ ეტაპზე არ ველოდებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.