ამირან გამყრელიძე - მარნეულში სასწრაფო დახმარების პერსონალი შეიცვლება, რათა არ შეწყდეს სამედიცინო მომსახურება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მარნეულში მკურნალობა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„უნდა განვიხილოთ კიდევ ერთხელ, რომ „პისიარ“, ძალიან რთული, მოლეკულური დიაგნოსტიკა შესაძლებელია მარნეულშივე ავაწყოთ. ჯერჯერობით საკმარისია ადგილები გამოყოფილ კლინიკებში თბილისში და მის ირგვლივ, მაგრამ თუ საჭირო გახდა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მერე გამოყენებული იყოს ადგილობრივი რესურსიც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა მარნეულის სასწრაფო დახმარების თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირებაზე და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალი შეიცვლება, რათა რეგიონში არ შეწყდეს სამედიცინო მომსახურება.