ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევათა რაოდენობის მატება შეინიშნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მსუბუქ შემთხვევათა რიცხვის მატების ტენდენცია შეინიშნება.
„დღეს საღამოს ან ხვალ ალბათ გამოქვეყნდება ჩვენი მეორე მიმოხილვა და ნახავთ იქ, რომ შედარებით იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში. ახალი დადასტურებული შემთხვევებიც, შემიძლია, გითხრათ, რომ კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.