ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმოქმედებს ორი მწვანე პასპორტი, ერთი შიდა მოხმარებისთვის, ხოლო მეორე საზღვარგარეთ გასამგზავრებლად
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმოქმედებს ორი მწვანე პასპორტი, ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც კორონავიურსგადატანილი ადამიანები მიიღებენ ამას, ხოლო საზღვარგარეთ წასასვლელად, საჭიროა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდეთ გადატანილი ვირუსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ქვეყნის დატოვებას.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მწვანე პასპორტის ძირითადი დანიშნულებაა, ადამიანებს ექმნებათ ე.წ. სტიმული, რომ აიცრან.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით, არის ორნაირი მწვანე პასპორტი. ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც არის აღნუსხული, რომ ადამიანს თუ ოდესმე გადატანილი აქვს კორონავირუსი, ჩაითვლება, რომ შეუძლია, შესვლა რესტორანში, სხვადასხვა დაწესებულებაში. მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით, იმ „ქიუარ კოდი“, რომელიც საზღვარზე გადამოწმდება, იქ სხვა საკითხია, იქ ითვლება, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი. ახლა მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. შესაძლებელია, დაშვებული იქნას ორი ვარიანტი, ორი ე.წ. მწვანე საბუთი, რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და მხოლოდ გარე მგზავრობისთვის იქ ჩვენი „ქიუარ კოდი“ უნდა ჰარმონიზირდეს. ბევრ ქვეყანაში არის ე.წ. შიდა მოხმარების საბუთები. არის ქვეყნები, სადაც არის ერთწლიანი გადატანის დაშვება და არის ქვეყნები, სადაც არის უმრავლესობა ექვსთვიანი დაშვებაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დიდ მოლებში კარგად კონტროლდება ტემპერატურა და პირბადის ტარების ერთ-ერთი ყველაზე კარგია, ამიტომ ამ ეტაპზე მწვანე პასპორტი დიდ მოლებს არ ეხება.
„ტესტების ასახვის არსებობს 24-საათიანი პერიოდი. 24 საათში, ვფიქრობ, ყველა პასუხი ისახება პორტალზე. რთული საკითხია, ვინც ბაზაში არ არის, სამწუხაროდ, ეს კითხვები შემოდის ჩვენთან. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს განხილვა ამ საკითხის, როგორ უნდა გადაწყდეს და მოგვარდეს ეს საკითხი. გასაგებია ჩემთვის, რომ ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს გადატანილი და ის არსად იყოს აღნუსხული. ვერ გეტყვით, როგორ მოგვარდება ამ ეტაპზე. მიმდინარეობს მსჯელობა და შემდეგ საკოორდინაციო საბჭოზე ეს განიხილება. ჯერ არც ერთ ქვეყანას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ანტისხეულების კვლევა, არ აქვს ვალიდური ანუ არ თვლის მათ იმ ნიშნად და იმ ინდიკატორად, რომელსაც შეიძლება დაეფუძნო და თქვა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა კოვიდი ან არ ჰქონდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.