პირებს, რომლებსაც გრიპის სეზონის დროს მაღალი ტემპერატურა ექნებათ, ტესტირება კორონავირუსზეც ჩაუტარდებათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გრიპის სეზონის დროს სიცხიანი ადამიანები გაიტესტებიან როგორც კოვიდზე, ასევე გრიპზე.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გრიპის სეზონის თანდართვის დროს მდგომარეობის სწორად მართვას.
„მოვუწოდებთ ჩვენს კლინიკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სასურველი იქნება, რომ გრიპის სწრაფი ტესტები გაორმაგდეს და გასამმაგდეს ანტიგენზე დამყარებული ტესტების შეძენა. გრიპის სეზონის დროს ყველა სიცხიანი ადამიანი დიფერენციალური დიაგნოტიკისთვის იქნას გატესტილი ორივე ინფექციაზე, როგორც კოვიდზე, ისე გრიპზე. კიდევ სხვა ღონისძიებები შემუშავდება, რომელიც ამ სეზონისთვის იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.