ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეისთვის საქართველოს 120 000-მდე „პისიარ“ ტესტი აქვს და დამატებით მარაგებს ელოდებიან
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეისთვის საქართველოს 120 000-მდე „პისიარ“ ტესტი აქვს და დამატებით მარაგებს ელოდებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე „პისიარ“ ტესტების მარაგთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 120 000-მდე სრული კომპლექტია და დამატებით მარაგებს ელოდებიან.

„პისიარ“ ტესტების მარაგები დღეისთვის ქვეყანაში არის დაახლოებით 120 000-მდე, სრული კომპლექტი და უკვე გაფორმებული ყველა კონტრაქტით ველოდებით დაახლოებით 500 000 ტესტის შემოსვლას“, – განაცხადა გამყრელიძემ.