ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების დინამიკა ფიქსირდება
აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტემპი ბოლო 3-4 დღის განმავლობაში მცირედ, მაგრამ შემცირებულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, აჭარაში მობილობა მეტად შემცირდეს.
„აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტემპი ბოლო 3-4 დღის განმავლობაში მცირედ, მაგრამ შემცირებულია. თუ პირველ დღეებში ცხრიდან დაიწყო ძირითადად ზრდა, გვქონდა ყოველდღიური მატების ტემპი დაახლოებით 140-160 პროცენტი, ბოლო ორი სამი დღის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 105-111-ია. გამოჩნდა ტემპის შემცირების დინამიკა. ამიტომ, ასეთ დროს მობილობის კიდევ შემცირება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.