ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ამერიკულმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა და ავიამზიდ „რონალდ რეიგანის“ ასაფრენ ბილიკზე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ინციდენტი ფილიპინის ზღვაში მოხდა.
წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე დისლოცირებული მეშვიდე ფლოტის ცნობით, საფრენ აპარატ MH-60 Seahawk-ის კატასტროფის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
ბორტზე მყოფი მედპერსონალის განმარტებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.