სამხრეთ კორეაში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია ხუთი ადამიანი

14:40, 17.07.2018

სამხრეთ კორეაში საწვრთნელი ფრენის დროს ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ხუთი პირი, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინციდენტი სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, ქალაქ ფოჰანის სიახლოვეს მოხდა.

ვერტმფრენი ასაფრენ ზოლზე 10 მეტრის სიმაღლიდან დაეცა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი