ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა, WWB-მა სექტემბრის ნომერში ექვსი თანამედროვე ქართველი ავტორი წარადგინა
ცნობილმა ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა, Words Without Borders-მა სექტემბრის თვის მთელი ნომერი ქართულ ლიტერატურას მიუძღვნა. გამოცემამ აღნიშნული გადაწყვეტილება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის გამო მიიღო.
WWB-მა დაასწრო ოქტომბრის მოვლენებს და შემოდგომის პირველი ნომერი მთლიანად ფრანკფურტის ბაზრობასა და საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურას დაუთმო.
ლიტერატურულმა ჟურნალმა ახალ ნომერში ექვსი თანამედროვე ქართველი ავტორი წარადგინა.
ესენი არიან: ნაირა გელაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული და ირაკლი კაკაბაძე.
ქართველი ავტორების ნაწარმოებების პუბლიკაციების ფრაგმენტები გამოცემამ საგანგებოდ თარგმნა და ასე გააცნო საერთაშორისო მკითხველს. თარგმანებს თან მწერლების ხმოვანი ჩანაწერებიც ახლავს.