ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა, WWB-მა სექტემბრის ნომერში ექვსი თანამედროვე ქართველი ავტორი წარადგინა

18:06, 01.09.2018

ცნობილმა ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა, Words Without Borders-მა სექტემბრის თვის მთელი ნომერი ქართულ ლიტერატურას მიუძღვნა. გამოცემამ აღნიშნული გადაწყვეტილება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის გამო მიიღო.

WWB-მა დაასწრო ოქტომბრის მოვლენებს და შემოდგომის პირველი ნომერი მთლიანად ფრანკფურტის ბაზრობასა და საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურას დაუთმო.

ლიტერატურულმა ჟურნალმა ახალ ნომერში ექვსი თანამედროვე ქართველი ავტორი წარადგინა.

ესენი არიან: ნაირა გელაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული და ირაკლი კაკაბაძე.

ქართველი ავტორების ნაწარმოებების პუბლიკაციების ფრაგმენტები გამოცემამ საგანგებოდ თარგმნა და ასე გააცნო საერთაშორისო მკითხველს. თარგმანებს თან მწერლების ხმოვანი ჩანაწერებიც ახლავს.

მსგავსი