ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს საბაზრო ღირებულებამ სამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, კომპანიის ფასი „ეფლის“ ღირებულებას აღემატება
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს საბაზრო ღირებულებამ სამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, კომპანიის ფასი „ეფლის“ ღირებულებას აღემატება

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს საბაზრო ღირებულებამ 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამრიგად, კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი კომპანიის ფასმა ამერიკულ „ეფლის“ ღირებულებას გადააჭარბა და მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სიაში მეორე ადგილი დაიკავა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

4 ივნისს Nvidia-ს აქციების ფასი 5 პროცენტით გაიზარდა და 1 224 დოლარი შეადგინა.

როგორც მედია წერს, Nvidia-ს ღირებულება მას შემდეგ გაიზარდა, რაც შარშან კომპანიამ ხელოვნურ ინტელექტში დაბანდებული ინვესტიციების ხარჯზე დიდი შემოსავალი მიიღო. კომპანია საბაზრო ღირებულებით დღეს მხოლოდ „მაიკროსოფტს“ ჩამორჩება.

Nvidia 1993 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად პოპულარობა მოიპოვა კომპიუტერული ჩიპების წარმოებით, რომელთა გამოყენებაც ხდება გრაფიკული გამოსახულების დამუშავებისთვის, კერძოდ კი, კომპიუტერული თამაშებისთვის.