ამერიკული მხარე ვიქტორია ნულანდის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებს კონსტრუქციულს უწოდებს
ამერიკული მხარე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებს კონსტრუქციულს უწოდებს.
„კონსტრუქციული შეხვედრები გაიმართა დღეს ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე კოლეგებთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში“, – დაწერა „ტვიტერზე“ რუსეთში აშშ-ის საელჩოს პრესმდივანმა ჯეისონ რებჰოლცმა.
ნულანდის ვიზიტი რუსეთში 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საგარეო უწყებაში შემდგარი შეხვედრების გარდა, აგრეთვე დაგეგმილია მოლაპარაკებები კრემლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან დმიტრი კოზაკთან.