ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მრჩეველს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მრჩეველს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველს „კოვიდ-19“ დაუდგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. საუბარია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველზე, რობერტ ობრაიენზე.

როგორც მედია წერს, ობრაიენი საოჯახო შეკრებაზე დაინფიცირდა და ის ტელეფონით აგრძელებს მოვალეობის შესრულებას.

ამასთან, თუ ეს ცნობა დადასტურდა, ობრაიენი თეთრი სახლის ამ რანგის პირველი მაღალჩინოსანი იქნება, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.