ამერიკული მედია - დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი შესაძლოა, სექტემბერში ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შესაძლოა, ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ
შეხვედრა ამჯერად ნიუ-ორკში შედგება . ინფორმაციას რამდენიმე ამერიკული გამოცემა ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიით, შეხვედრა შესაძლოა, სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართოს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, კელიენ კონუეიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო დროს მედიით გავრცელებული ამ ინფორმაციის უარყოფა არ შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით შესაძლო შეხვედრას არც ადასტურებს.
პირველად დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სინგაპურში, 12 ივნისს შეხვდნენ .