ამერიკული მედია - ჩინეთმა ჯანმო-ს ექსპერტებს „კოვიდ-19“-ის ადრეული შემთხვევების დაუმუშავებელი მონაცემები არ გადასცა
ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს „კოვიდ-19“-ის ადრეული შემთხვევების დაუმუშავებელი მონაცემები არ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა, „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საუბარია ინფიცირების 174 შემთხვევაზე, რომელიც ჩინეთის ხელისფლებამ ქალაქ უჰანში 2019 წლის დეკემბერში აღმოაჩინა.
გამოცემა წერს, რომ დამოუკიდებელი ანალიზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს საშულებას მისცემდა, დაედგინათ, როდის და როგორ დაიწყო ვირუსმა ჩინეთში გავრცელება.
„ვოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების წინასწარმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსი შესაძლოა, ორი თვით ადრე გაჩნდა, ვიდრე ეს ოფიციალურად დადასტურდებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ჩინეთში მომუშავე ერთობლივმა კომისიამ „კოვიდ 19“-ის წარმოშობა-გავრცელების კვლევისთვის ახალი ზონები განსაზღვრა.