ამერიკულ ფეხბურთში სპორტის ისტორიაში უმსხვილესი კონტრაქტი გაფორმდა
ამერიკულ ფეხბურთში სპორტის ისტორიაში უმსხვილესი კონტრაქტი გაფორმდა

ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) კლუბის „კანზას-სიტის“ მოთამაშე პატრიკ მაჰოუმსმა ახალი კონტრაქტი გააფორმა თავის ამჟამინდელ გუნდთან.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, რომელიც 2022 წელს შევა ძალაში, 24 წლის მაჰოუმსი 10 წლის განმავლობაში 503 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს არის პროფესიული სპორტის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კონტრაქტი, – იტყობინება ESPN.

აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა ბეისბოლის გუნდ „ლოს ანჯელეს ენჯელსის“ მოთამაშეს მაიკ ტრაუტს. 2019 წელს, მან 12-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაც იყო 430 მილიონი დოლარი.

მაჰოუმსი „კანზას-სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს. კლუბმა ის დრაფტზე მეათე ნომრად აირჩია. გასულ სეზონში „კანზას-სიტი“ 1970 წლის შემდეგ პირველად გახდა NFL-ის ჩემპიონი, მაჰოუმსი კი სუპერბოულის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს.