53-ე სუპერბოული „ნიუ ინგლენდმა“ მოიგო
53-ე სუპერბოული „ნიუ ინგლენდმა“ მოიგო

ატლანტაში ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) ფინალური მატჩი – რიგით 53-ე სუპერბოული გაიმართა, რომელშიც „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსმა“ 13:3 (0:0, 0:3, 3:0, 0:10) „ლოს ანჯელეს რემსი“ დაამარცხა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „პეტრიოტსის“ კიკერი, სტივენ გოსტოვსკი იყო, რომელმაც თავის გუნდს შვიდი ქულა მოუტანა. მან ორი ფილდ-გოლის რეალიზება შეძლო და ერთი ექსტრა-პოინტიც მოიპოვა. კიდევ ექვსი ქულა გამარჯვებულთა რიგებში კვოტერბეკმა სონი მიჩელმა აიღო.

„ნიუ ინგლენდი“ ​სუპერბოულის გამარჯვებული მეექვსედ გახდა, რითაც „პიტსბურგ სტილერზის“ რეკორდი გაიმეორა.

სუპერბოულის „ემვიპი“ (MVP) „ნიუ ინგლენდის“ რესივერი, ჯულიან ედელმანი გახდა. აღსანიშნავია, რომ „პეტრიოტსის“ კვოტერბეკი, ტომ ბრეიდი მეექვსე ტიტულის მფლობელი გახდა. ის „პეტრიოტში“ 2000 წლიდან გამოდის და ექვსივე ჩემპიონობა ამ გუნდთან ერთად მოიპოვა.