2019 წლის სუპერბოულის დროს მარიხუანას რეკლამაზე უარი თქვეს
2019 წლის სუპერბოულის დროს მარიხუანას რეკლამაზე უარი თქვეს

ამერიკულმა ტელეარხმა CBS-მა 2019 წლის სუპერბოულის დროს სამკურნალო მარიხუანის რეკლამის დემონსტრირებაზე უარი განაცხადა.

როგორც CNN Business აღნიშნავს, სამედიცინო მარიხუანას მწარმოებელი კომპანია სპეციალურად დამზადებული ვიდეორგოლით აპირებდა მოეყოლა ადამიანებისთვის მარიხუანას სამკურნალო თვისებების შესახებ. კერძოდ, რეკლამაში ნაჩვენები იყო ბავშვი, რომელიც ეპილეპტიკური შეტევებით იტანჯება. მას მარიხუანა ტკივილთან გამკლავებაში დაეხმარა.

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც მოხდა, მაგრამ არ გაგვკირვებია. დავამზადეთ სარეკლამო რგოლი, რადგან ჩვენი პაციენტების დახმარებისკენ ვართ მოწოდებულნი და ვიცავთ მათ ინტერესებს. ეს ჩვენი მოვალეობაა“, – ამბობს ჯორჯ ალენი, კომპანია Acreage Holdings-ის პრეზიდენტი, რომელიც დაკავებულია სამედიცინო მარიხუანას წარმოებით. კომპანიას ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგასთან (NFL) თანამშრომლობის იმედი ჰქონდა.

2019 წლის სუპერბოული 3 თებერვალს, ატლანტაში გაიმართება. მასში ერთმანეთს „ლოს ანჯელეს რემსი“ და „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი“ შეხვდებიან.