ლებრონ ჯეიმსი - NFL-ის კლუბების მეპატრონეებს მონათმფლობელის მენტალიტეტი აქვთ
ლებრონ ჯეიმსი - NFL-ის კლუბების მეპატრონეებს მონათმფლობელის მენტალიტეტი აქვთ

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ამერიკული ფეხბურთის ლიგის (NFL) კლუბების მფლობელები გააკრიტიკა.

ტელეარხ HBO-ის შოუ The Shop-ში კალათბურთელმა განაცხადა, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების მფლობელები გაცილებით მეტი პატივისცემით ეპყრობიან თავიანთ მოთამაშეებს, ვიდრე NFL-ის კლუბების მეპატრონეები.

„ამერიკულ ფეხბურთში კლუბებს ფლობენ თეთრი მოხუცები, რომლებსაც მონათმფლობელის მენტალიტეტი აქვთ. ეს ყველაფერი ასე გამოიყურება – „ეს ჩემი გუნდია, და შენ გააკეთებ ყველაფერს, რასაც გეტყვი. თუ არ გააკეთებ, თავიდან მოგიშორებთ,“ – განაცხადა ლებრონმა.