ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავსტრალიას ამხანაგურ შეხვედრაში დამაჯერებლად მოუგო [ვიდეო]
ჩინეთის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რვა დღე რჩება. პლანეტის საუკეთესო გუნდები მოსამზადებელი ეტაპის ბოლო პერიოდს გადიან. ტურნირის მთავარი ფავორიტი ამერიკის შეერთებული შტატები გუშინ ამხანაგურ მატჩში ავსტრალიას დაუპირისპირდა და მეტოქეს ანგარიშით 102:86 მოუგო.
გრეგ პოპოვიჩის გუნდში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით კემბა ვოკერი იყო. ამერიკელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ინდიანას“ ცენტრმა მაელს ტერნერმა, რომელმაც 15 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. კარგი შეხვედრა ჰქონდა „ლეიკერსის“ ახალგაზრდა კალათბურთელ კაელ კუზმასაც. მის ანგარიშზე ოთხი სამქულიანი იყო. საბოლოოდ, „ლეიკერსის“ ფორვარდმა მატჩი 12 ქულით დაასრულა. დონოვან მიჩელმა და ჯეილენ ბრაუნმა საკუთარ გუნდს ჯამში 24 ქულა მოუტანეს.
შეგახსნებთ, რომ ჩინეთში მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 31 აგვისტოს აიღებს.