აშშ-ს ნაკრებს პრობლემები აქვს - 19 ქულიანი მარცხი „ჯი ლიგის“ გუნდთან [ვიდეო]
აშშ-ს ნაკრებს პრობლემები აქვს - 19 ქულიანი მარცხი „ჯი ლიგის“ გუნდთან [ვიდეო]

ჩინეთის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 15 დღე რჩება. ამერიკის შეერთებული შტატების გუნდში კი პრობლემები არ ცხრება.

მოგეხსნებათ, რომ გრეგ პოპოვიჩისა და სტივ კერის გაწვრთნილი გუნდი მოსამზადებელ შეკრებას გადის.  ტრავმის გამო ამერიკელებს კაელ ლაური გამოაკლდათ. დაშავებულია მარკუს სმარტიც.

ამხანაგურ შეხვედრაშო ამერიკელები „ჯი ლიგის“ გუნდს შეხვდნენ და 19 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, ამერიკელები საუკეთესო სპორტული ფორმისგან შორს არიან.