ამერიკელებს მარკუს სმარტი უბრუნდება
ამერიკის შეერთებული შტატების გუნდში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ცვლილებები არ წყდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაირკვა, რომ გუნდს აღარ დაეხმარებიან დეაარონ ფოქსი და პი ჯეი ტაკერი.
თუმცა, „ნიუ იორკ თაიმსმა“, კერძოდ კი ჟურნალისტმა მარკ შტეინმა, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბოსტონ სელტიკსის“ მცველი მარკუს სმარტი რამდენიმე დღეში ამერიკას კვლავ შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ სმარტმა წვივის ტრავმა ერთერთ ვარჯიშზე მიიღო და მისი თამაში ჩინეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. როგორც ჩანს, „სელტიკსის“ კალათბურთელმა ტრავმა დროულად მოირჩინა და მზადაა დახმარება გაუწიოს გრეგ პოპოვიჩისა და სტივ კერის გაწვრთნილ გუნდს.
As they prepare to leave the country today, Team USA gets one roster boost to counter the unexpected departure of De'Aaron Fox: Marcus Smart, I'm told, has been cleared to make a full return to the court from the calf injury that has sidelined him for the past week-plus
— Marc Stein (@TheSteinLine) August 17, 2019
რამდენიმე დღეში, გუნდის თავკაცები უკვე დაასახელებენ იმ 12 რჩეულ კალათბურთელს, რომლებიც ჩინეთში გაემგზავრებიან.