დეაარონ ფოქსი ამერიკის ნაკრებს აღარ დაეხმარება
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ორი დღის წინ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართა, ესპანეთს დაუპირისპირდა და მეტოქეს 9 ქულის სხვაობით, ანგარიშით 90:81 სძლია.
ამ თამაშის შემდეგ „იაჰუ სპორტმა“ (Yahoo Sports) გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საკრამენტო კინგზის“ გამთამაშებელი დეაარონ ფოქსი ამერიკის ნაკრებს ტოვებს და საკუთარ გუნდს შეუერთდება. მთავარ მიზეზად ფოქსმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში გასვლაზე კონცენტრირება დაასახელა.
Sacramento Kings guard De’Aaron Fox will withdraw from Team USA to focus on upcoming season with goal of making playoffs, league sources tell Yahoo Sports.
— Chris Haynes (@ChrisBHaynes) August 17, 2019
გრეგ პოპოვიჩის და სტივ კერის გუნდს „ჰიუსტონის“ კალათბურთელი პი ჯეი ტაკერიც გამოაკლდა, რომელმაც კოჭის მცირე ტრავმა მიიღო და გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე აღარ გაემგზავროს.