დეაარონ ფოქსი ამერიკის ნაკრებს აღარ დაეხმარება
დეაარონ ფოქსი ამერიკის ნაკრებს აღარ დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ორი დღის წინ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართა, ესპანეთს დაუპირისპირდა და მეტოქეს 9 ქულის სხვაობით, ანგარიშით 90:81 სძლია.

ამ თამაშის შემდეგ „იაჰუ სპორტმა“ (Yahoo Sports) გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საკრამენტო კინგზის“ გამთამაშებელი დეაარონ ფოქსი ამერიკის ნაკრებს ტოვებს და საკუთარ გუნდს შეუერთდება. მთავარ მიზეზად ფოქსმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში გასვლაზე კონცენტრირება დაასახელა.


გრეგ პოპოვიჩის და სტივ კერის გუნდს „ჰიუსტონის“ კალათბურთელი პი ჯეი ტაკერიც გამოაკლდა, რომელმაც კოჭის მცირე ტრავმა მიიღო და გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე აღარ გაემგზავროს.