არგენტინამ სერბეთი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა | ჩინეთი 2019
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც არგენტინა ფავორიტის რანგში მოასპარეზე სერბეთს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 97:87 დაამარცხა.
სამხრეთ ამერიკელთა შორის შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ფაკუნდო კამპაცომ. „რეალის“ კალათბურთელის ანგარიშზე 18 ქულა, 12 გადაცემა და სამი ჩაჭრა იყო. გამორჩეული იყო ვეტერანი ცენტრი ლუის სკოლაც, რომელმაც 20 ქულა და ხუთი მოხსნა მოაგროვა.
სერბეთს 21 ქულით ბოიან ბოგდანოვიჩმა ულიდერა. მას ბიელიცამ და ნიკოლა იოკიჩმა აუბეს, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ტურნირის ნახევარფინალში არგენტინელთა მეტოქე საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გამარჯვებული იქნება. აღნიშნული დაპირისპირება ხვალ, 14:50 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.