გრეგ პოპოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიას უფრთხის
გრეგ პოპოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიას უფრთხის

კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატებზე ყოველთვის მთავარ ფავორიტად ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი ითვლება. წელს სიტუაცია ცოტათი შეიცვალა. „დრიმ თიმმა“ ჩინეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წამყვანი მოთამაშეები გუნდში არ მიიწვია. რა თქმა უნდა ამერიკელები მაინც ფავორიტებად ითვლებიან, თუმცა მოსამზადებელმა პერიოდმა გვაჩვენა, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდს პრობლემები აქვს. ამერიკამ ამხანაგური შევხედრა „ჯი ლიგის“ გუნდთან 19 ქულიანი სხვაობით წააგო.

ერთ-ერთ ინტერვიუში პოპოვიჩმა მოახლოვებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე და მისი გუნდის შანსებზე ისაუბრა. „სან ანტონიოს“ ლეგენდარული თავკაცის და ამჟამად ამერიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით ავსტრალიის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

„ეს სერიოზული, სერიოზული საფრთხეა“, – განაცხადა გრეგმა. შეგახსნებთ, რომ ავსტრალიას არ დაეხმარება ფილადელფიას გამთამაშებელი ბენ სიმონსი, რომელიც გუნდისთვის სერიოზული ძალა იქნებოდა.