ავსტრალიამ აშშ ანგარიშით 98:94 დაამარცხა [ვიდეო]

17:06, 24.08.2019

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებს თითქმის 13 წლის მანძილზე არც ერთი მარცხი არ ჰქონდა, თუმცა მათი შთამბეჭდავი სვლა ავსტრალიამ დაასრულა. მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ შეხვედრაში, ავსტრალიელებმა მეტოქეს ოთხ ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 98:94 აჯობეს.

გამარჯვებულ გუნდში საუკეთსო პეტი მილსი იყო, რომელმაც 30 ქულას მოუყარა თავი.

2006 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საბერძნეთთან წააგო, აშშ-ის ნაკრებმა დიდ ტურნირზე პირველი მარცხი განიცადა. ამერიკამ იმ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მთლიანობაში გუნდს 78 მატჩიანი წაუგებელია სერია ჰქონდა, რაც რეკორდული შედეგია.

„მათ გამარჯვება უფრო სურდათ, ვიდრე ჩვენ. ეს კარგი გაკვეთილი იყო“, – განაცხადა კემბა ვოქერმა.

მსგავსი