ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებს კაელ ლაური გამოაკლდა
ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებს კაელ ლაური გამოაკლდა

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო გუნდმა, ლას ვეგასში გამართული შეკრების შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 17 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გუშინ გაირკვა, რომ გრეგ პოპოვიჩისა და სტივ კერის გუნდს მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა, „ტორონტოს“ გამთამაშებელმა კაელ ლაურიმ თითი დაიზიანა და ჩინეთში გამგზავრებას ვერ შეძლებს. ლაურიმ ამის შესახებ პოსტი საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

View this post on Instagram

 

Go USAB!! 🇺🇸🇺🇸

A post shared by Kyle Lowry (@kyle_lowry7) on


შეერთებული შტატების გუნდის შემადგენლობა ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

ჰარისონ ბარნსი, ჯეილენ ბრაუნი, დეაარონ ფოქსი, ჯო ჰარისი, კაელ კუზმა, ბრუკ ლოპესი, კრის მიდლტონი,​დონოვან მიჩელი, მეისონ პლამლი, მარკუს სმარტი, ჯეისონ ტატუმი, პი ჯეი ტაკერი, ​მაელს ტერნერი,​ კემბა ვოკერი და ​დერიკ ვაიტი.