აშშ-ის საელჩო ქალი კინორეჟისორებისთვის პროექტს „16 ქალი ცვლილებისთვის“ იწყებს
აშშ-ის საელჩო ქალი კინორეჟისორებისთვის პროექტს „16 ქალი ცვლილებისთვის“ იწყებს.
პროექტის ფარგლებში, კინორეჟისორებისთვის ჩატარდება ტრენინგი ვიზუალური გადმოცემისა და სოციალური აქტივობისთვის საჭირო უნარების ხელშესაწყობად.
ფილმები შეიქმნება თემებზე – მეწარმეობა, ქალთა გაძლიერება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მრავალფეროვნება.
პროექტის 16 მონაწილიდან შვიდი თბილისში ცხოვრობს, ცხრა კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
ფილმების ტრეილერები 2018 წლის შემოდგომაზე მომზადდება. ფილმების საბოლოო ვერსია კი 2019 წლის მარტში გამოვა.
პროექტი „16 ქალი ცვლილებისთვის“ დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ და ხორციელდება მულტიმედია განათლების ცენტრის მიერ Sakdok Film-თან ერთად.