გარდაიცვალა ფრანგი კინორეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი
გარდაიცვალა ფრანგი კინორეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი

გარდაიცვალა ფრანგი კინორეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი. ფრანგული გამოცემა „ლიბერასიონისინფორმაციით, რეჟისორი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გოდარი იყო მეოცე საუკუნის ფრანგული კინემატოგრაფის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულების „ახალი ტალღის“ წარმომადგენელი. მან ასზე მეტი ფილმი გადაიღო.

პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ბოლო ამოსუნთქვაზე“, რომელიც გოდარმა 1960 წელს გადაიღო, „ახალი ტალღის“ სიმბოლო გახდა და დიდი პოპულარობა მოუტანა 26 წლის მსახიობ ჟან-პოლ ბელმონდოს.

გოდარის ნამუშევრებმა დიდი გავლენა მოახდინა ისეთი რეჟისორების შემოქმედებაზე, როგორებიც არიან, კვენტინ ტარანტინო და მარტინ სკორსეზე.

ბოლო ფილმი ჟან ლუკ გოდარმა 2018 წელს გადაიღო და კანის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.