ამერიკის მთავარი ვირუსოლოგი - შემოდგომა და ზამთარი უნდა გადავიტანოთ, ეს მარტივი არ იქნება
ამერიკის შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, წლევანდელი შემოდგომისა და ზამთრის გადატანა მარტივი არ იქნება.
„ნურასოდეს შეაფასებთ პანდემიის პოტენციალს ზედმეტად მსუბუქად. არ შეეცადოთ ყველაფრის ვარდისფერი ფერებში დანახვას. ჩვენ ეს შემოდგომა და ზამთარი უნდა გადავიტანოთ, რადგან იოლი არ იქნება“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით ამჟამად მსოფლიოში პირველ ადგილზეა.