ამერიკელმა, იაპონელმა და სამხრეთ კორეელმა დიპლომატებმა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის საკითხზე იმსჯელეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ ვენდი შერმანმა, იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ მორი ტაკეომ და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ჩო იონ კუნმა ტოკიოში სამმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის საკითხზე იმსჯელეს.
„მოლაპარაკებების დროს დიპლომატებმა განიხილეს შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის რეპუბლიკის ვალდებულება, იმუშაონ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის მიმართულებით, აგრეთვე სათანადოდ უპასოხონ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების საფრთხეებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.