ნიკოლაი პატრუშევი - კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტი სამხრეთ კორეაში ათი ათასობით ამერიკელს იმსხვერპლებს
ნიკოლაი პატრუშევი - კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტი სამხრეთ კორეაში ათი ათასობით ამერიკელს იმსხვერპლებს

კორეის ნახევარკუნძულზე სრულმასშტაბიანი კონფლიქტის დაწყება, სამხრეთ კორეაში მცხოვრები ათი ათასობით ამერიკელის სიცოცხლეს იმსხვერპლებს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა.

ნიკოლაი პატრუშევის თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოს სამხედრო ენაზე მსგავს შედეგს მიუღებელ მსხვერპლს უწოდებენ.

რუსი მაღალჩინოსნის განცხადებით, ჩრდილო კორეის სარაკეტო და საარტილერიო სისტემები სამხრეთ კორეის დედაქალაქიდან 50 კილომეტრშია განთავსებული, სეულში კი 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მოსკოვი და პეკინი კონფლიქტთან დაკავშირებით საგზაო რუკაზე მუშაობენ, რომელიც ჩრდილო კორეის მხრიდან ბირთვული ცდების ჩატარების შეწყვეტას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი აშშ-მა კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო წვრთნები უნდა შეაჩეროს.

დატოვე კომენტარი