ამერიკელი ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი ტელეკომპანია „ფოქს ნიუსს“ ტოვებს
პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი ტელეკომპანია „ფოქს ნიუსს“ ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეარხი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ფოქსისა“ და ბატონი კარლსონის „გზები გაიყო“.
კონსერვატორ ჟურნალისტს, ტაკერ კარლონს „ფოქს ნიუსის“ ეთერში საკუთარი პოლიტიკური შოუ 2016 წლიდან მიჰყავდა. მისი ბოლო გადაცემა „ფოქს ნიუსზე“ 21 აპრილს გავიდა ეთერში.
როგორც არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრაიმ ტაიმში გადაცემას დროებით სხვადასხვა წამყვანი ეყოლება, ვიდრე არხი კარლსონის შემცვლელს იპოვის.