ამერიკელი სენატორები თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ
ამერიკელი სენატორები რობერტ მენენდესი და კრის ვან ჰოლენი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ.
ამის შესახებ სენატორების პრესსამსახურის მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კანონმდებლები მოუწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, ევროკავშირთან ერთად, სანქციები დააწესოს თურქეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ. ამის მიზეზად ამერიკელი სენატორები, თურქეთის მიერ ხემლათაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გემების გაგზავნას ასახელებენ.
სენატორები მოუწოდებენ ანკარას, გაიყვანოს გემები და საკითხი საერთაშორისო ნორმების ფარგლებში მოგვარდეს.