ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განმარტა მიზეზები, რატომ არ შეხვდა ამერიკელ სენატორებს და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს
ბიძინა ივანიშვილი რატომ არ შეხვდა ამერიკელ სენატორებს, ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განმარტა მან მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეჯმიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, აღნიშნული დამოკიდებულია თავად ბიძინა ივანიშვილსა და ამერიკელ პარტნიორებზე.
„ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვლიზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პრემიერმა.