ამერიკელი სამხედროები უახლოესი კვირების განმავლობაში ერაყში მდებარე სამი სამხედრო ბაზიდან გავლენ.
„ბიბისის“ (BBC) ინფორმაციით, ამერიკელი ჯარისკაცები დატოვებენ ალ-ყაიმში მდებარე ბაზას, რომელიც ერაყ-სირიის საზღვართან მდებარეობს. აღნიშნულ ზონაში უსაფრთხოებას ერაყის არმია უზრუნველყოფს.
ალ-ყაიმი ერაყში პირველი ტერიტორია იყო, რომელიც 2014 წელს ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა. რადიკალი ჯიჰადისტები აღნიშნული ზონიდან ერაყის არმიამ კოალიციის ჯარების დახმარებით, 2017 წელს განდევნა. მას შემდეგ ერაყ-სირიის საზღვრის უმეტეს ნაწილს ირანისგან მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება „სახალხო მობილიზაციის ძალები“ აკონტროლებს.
ამერიკელი სამხედროები ასევე გავლენ „ყაიარას აეროდრომიდან“ და კირკუქიდან.