ამერიკელი მწვრთნელი ანტივაქსერობის გამო დაითხოვეს - ის წელიწადში სამ მილიონ დოლარს იღებდა #1TVSPORT
ამერიკელი მწვრთნელი ანტივაქსერობის გამო დაითხოვეს - ის წელიწადში სამ მილიონ დოლარს იღებდა #1TVSPORT

ამერიკული ფეხბურთის საუნივერსიტეტო გუნდის მწვრთნელმა ნიკ როლოვიჩმა სამუშაო დაკარგა კორონავირუსის აცრაზე უარის გამო.

42 წლის როლოვიჩი სათავეში ედგა „ვაშინგტონ სტეიტს“ და სეზონში 3.1 მილიონ დოლარს იღებდა. მისი კონტრაქტი გუნდთან 2025 წლის ბოლომდე იყო ძალაში.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა იძულებული იყო გაეწყვიტა ხელშეკრულება როლოვიჩთან, რადგან შტატში შემოიღეს აუცილებელი ვაქცინაციის კანონი სახელმწიფო დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ როლოვიჩი შტატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სახელმწიფო თანამშრომელი იყო.

როლოვიჩთან ერთად, „ვაშინგტონ სტეიტის“ სამწვრთნელო შტაბიდან ოთხი თანაშემწე დაითხოვეს.