ამერიკელი მედიატორები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 60-დღიანი ზავის მისაღწევად მუშაობენ
ამერიკელი მედიატორები მუშაობენ ლიბანში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 60-დღიანი ზავის მისაღწევად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, ლიბანში 60-დღიანი პერიოდი გამოყენებული იქნება ცეცხლის შეწყვეტის უფრო გრძელვადიანი რეჟიმის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, ამ პერიოდში უნდა მოხდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ 2006 წელს მიღბული რეზოლუციის შესრულება, რომელიც გულისხმობს სამხრეთ ლიბანის გათავისუფლებას ნებისმიერი არმიისa და იარაღისგან, რომლებიც არ წარმოადგენს ლიბანის სახელმწიფოს.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ამოს ჰოშტეინმა გასულ თვეს განაცხადა, რომ საჭიროა უკეთესი მექანიზმები აღნიშნული რეზოლუციის შესასრულებლად, რადგან არც ისრაელი და არც ლიბანი სრულად არ ასრულებენ მას.